top of page
მოსაზრება


რუსეთის სტრატეგიული უკუსვლა საქართველოს სამეზობლოში
რუსეთი ტრადიციულად ცდილობს მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენის შენარჩუნებასა და გაფართოებას, მათი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესების შელახვის ხარჯზე. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს შეეჯახა, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, რეგიონში რუსეთის პოზიციების ცვლილების ტენდენცია იკვეთება თურქეთთან ურთიერთობებშიც, სადაც ანკარის მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ამბიციების ფონზე მოსკოვის გავ
teakarchava7
Sep 710 min read


საქართველო და ევროსაბჭო - ბოიკოტის ფასი
2025 წლის იანვარში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 29 იანვრის რეზოლუციით, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება წინაპირობებით მოახდინა. კერძოდ, დელეგაციის მანდატების სრული რატიფიცირება გადავადდა, სანამ ქვეყანა არ შეასრულებდა დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად წაყენებულ კონკრეტულ პირობებს. რეზოლუციით გათვალისწინებული პირობების შესრულების ნაცვლად, საქართველოს დელეგაციამ არ
teakarchava7
Aug 112 min read


შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა
შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატრანზიტო კვანძად აყალიბებს. გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე, შუა დერეფნის სრული განვითარება არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან მსოფლიო სულ უფრო მეტად ეძებს ალტერნატიულ და უსაფრთხო სატრანსპორტო მარშრუტებს. საიმედოობა ხშირად უფრო საგულისხმო ხდება, ვიდრე მხოლოდ ტრანსპორტირების სიჩქარე ან ღირებულება. გლობალური კონტექსტი: რატომ
teakarchava7
Aug 112 min read


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფასდაუდებელია, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში გამოიხატება. ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისიც, რომ აშშ-მა საქართველოსთვის დღემდე 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გასწია. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესების და „ქართული ოცნების“
teakarchava7
Aug 115 min read


საქართველო და ნორდიკული ქვეყნები
ნორდიკული ქვეყნები - შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ისლანდია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორები არიან. ხუთივე ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც ისინი არა მხოლოდ მუდმივად აფიქსირებენ პოზიციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რე
megibenia
Aug 118 min read


რუსეთის ეკონომიკური გამოწვევები
მიუხედავად კრემლის მცდელობისა, საერთაშორისო სანქციების ეფექტი დროებით გამოწვევად წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საკუთარი პარტნიორების წინაშე, რეალური ეკონომიკური ინდიკატორები განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. რუსეთის ხელისუფლების ნარატივი, თითქოს ქვეყნის ეკონომიკამ შეძლო ადაპტაცია კრიზისულ/საომარ ვითარებასთან სულ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ხდება. ზემოაღნიშნულის დასადასტურებად, განვიხილავთ მთელ რიგ სექტორს. სამხედრო ეკონომიკა და სტაგნაცია: 2023-2024 წლებისმონაცემებით, ზ
megibenia
Jun 192 min read


ეუთოს ვერდიქტი
2026 წლის 29 იანვარს ეუთო-ს ადამიანური განზომილების მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით პირველად ამოქმედდა ეუთო-ს 23 მონაწილე სახელმწიფოს მიერ (ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი). რა არის მოსკოვის მექანიზმი? ადამიანური განზომილების 1991 წლის მოსკოვის კონფერენციაზე და
megibenia
Jun 193 min read


ნეიტრალიტეტი როგორც ალტერნატივა
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურდა ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსია, რომელიც ხშირად, წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად და ცივილიზაციურად ჩამოყალიბებული ევროპული არჩევანის ალტერნატივა. კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული კამპანია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს სწორედ ნეიტრალიტეტი არის საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, მათ შორის სტაბილურობის შენარჩუნების და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზა. ერთი შეხედვით, ნეიტრალი
megibenia
Jun 192 min read


უევროპობის ფასი
ევროპის კავშირში წევრობა ნებაყოფლობითია და ეფუძნება თითოეული ქვეყნის თავისუფალ არჩევანს. დაარსების შემდეგ, ევროპის გაერთიანებებს - შემდეგ კი ევროპის კავშირს - 22 ქვეყანა შეუერთდა. მათ ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგეს და დასახულ მიზანს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მიაღწიეს. ამასთანავე, წლების მანძილზე განვითარებასა და ქვეყნებს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობის გამყარებასთან ერთად, უფრო მკაცრდებოდა და რაოდენობრივად იზრდებოდა გაწევრიანებისთვის აუცილებელი დემოკრატ
megibenia
Jun 194 min read
bottom of page
