top of page


1989 წლის 23 აგვისტოს „ბალტიური გზა“
დღეს, 23 აგვისტოს, ჩვენი ბალტიელი მეგობრები, „ბალტიური გზის“ 37-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიის სამი სახელმწიფოს მოქალაქეები - ესტონელები, ლატვიელები და ლიეტუველები, ტალინიდან, რიგის გავლით, ვილნიუსამდე თითქმის 700 კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში დადგნენ და „ბალტიური გზა“ შეკრეს. ამ დღეს ორი მილიონი ადამიანი თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის იდეის გარშემო გაერთიანდა. მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები კი მსოფლიო


2008 წლის აგვისტოს ომი
7 აგვისტოს 18 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან. სამხედრო აგრესიით, სუვერენული სახელმწიფოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, განხორციელებული ეთნიკური წმენდით და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. 18 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ მოქმედებებს და სხვა აგრესიულ ნაბიჯ


უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გაიხსნა
დღეს, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა, რაც ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველოსთან კი ეს პროცესი, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით, სრულიად გააზრებულად და მიზანმიმართულად არის შეჩერებული, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ურყევი ნების უგულებელყოფით. ეს მეტად საგულისხმო და დამაფიქრებელი შეხსენებაა იმ ისტორიული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც საქართველომ, როგორც ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ლიდერმ


გაეროში საქართველოს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის 4 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ სახელმწიფოსადმი, რომელმაც მხარი დაუჭირა და დაასპონსორა რეზოლუცია. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დაფიქსირებული მხარდამჭერი და პრინციპული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს, თუ ვინ არის სა


26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი ქართველი ერის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. 108 წლის წინ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიულმა არჩევანმა განსაზღვრა საქართველოს დღევანდელი გზაც. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრების, ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო არენაზე სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორის იმიჯის დასამკვიდრებლად. საქართ
bottom of page
